სერია A-ში XXXI ტურია. ტური, რომელმაც სკუდეტოს ბედი საბოლოოდ უნდა გაარკვიოს. ლიდერი “იუვენტუსი” ახალგამომცხვარ მდევარს, “ლაციოს” ეთამაშება. ცენტრალურ მატჩადაც სწორედ ეს დაპირისპირება უნდა მივიჩნიოთ, თუმცა გარდა ამ მატჩისა 31-ე ტურში მილანური დერბია, დერბი “დელა მადონინა”.
“სამპდორია” – “ჩეზენა”
თარიღი: 18 აპრილი, 20:00 საათი
ადგილი: გენუა, “მარასი”
XXXI ტური გენუაში დაიწყება. ევროსაგზურებისთვის მებრძოლი “სამპდორია” გასავარდნად განწირულ “ჩეზენას” უმასპინძლებს. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი ევროპის ლიგის საგზურთან ერთ ნაბიჯზეა და წესით ბოძებული შანსი ზღვისპირელებმა ხელიდან არ უნდა გაუშვან. თავის მხრივ, რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა “ჩეზენას” რიგებში. ემილია-რომანიელები ღრმა აუტსაიდერიები არიან და სერია B ჰორიზონტზე უკე მკვეთრად მოსჩანს. სამშვიდობოს მყოფ “ატალანტას” მთელი 7 ქულით ჩამორჩება.
სავარაუდო შემადგენლობები:
“სამპდორია” (4-2-3-1): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, რეჯინი; პალომბო, ობიანგი; ედერი, მურიელი, ეტო’ო; ოკაკა
“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; პერიკო, კაპელი, კრაინჩი, ლუკინი; ჯორჯი, მუდინგაი, კაშონე; ბრიენცა; დეფრელი, სუჩი
მსაჯი: ჯაკომელი
“იუვენტუსი” – “ლაციო”
თარიღი: 18 აპრილი, 22:45 წუთი
ადგილი: ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
დღის მეორე მატჩი კი უდაოდ გამორჩეულია. “იუვენტუსი” “ლაციოს” დაუხვდება, გუნდს, რომელმაც ბოლო 8 მატჩიდან რვავე მოიგო. რომაული გუნდი მეორე საფეხურზეა და დღევანდელ მატჩში შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში “იუვესთან” ქულათა სხვაობას 9-მდე შეამცირებს, რამაც შესაძლოა ჩემპიონობის ინტრიგა ოდნავ დააბრუნოს. სტეფანო პიოლის თქმით, იგი სკუდეტოზე არ ფიქრობს, თუმცა ტურნიში მოსაგებად ჩადის. რაც შეეხება “იუვენტუსს” – “ბებერი ქალბატონი” ბოლო ტურში მოულოდნელად “პარმასთან” დამარცხდა. გარდა ამისა, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და ყურადღება ამ ტურნირისკენ აქვს გატანილი. ოთხშაბათს მასიმილიანო ალეგრის შეგირდებს “მონაკოსთან” საპასუხო შეხვედრა ელით. მიუხედავად ამისა, ალეგრი “ლაციოსთან” მატჩს სეზონის მთავარ მატჩს უწოდებს და გულშემატკივარს გამარჯვებას ჰპირდება.
სავარაუდო შემადგენლობები:
“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, პადოინი; ვიდალი, მარკიზიო, სტურარო; პერეირა; ტევესი, ლორენტე
“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, სანა, მაურისიო, ლულიჩი; კატალდი, ბილია, მაური; კანდრევა, კლოზე, ანდერსონი
მსაჯი: რიცოლი
“სასუოლო” – “ტორინო”
თარიღი: 19 აპრილი
ადგილი: რეჯიო ემილია, “მაპეი სტედიუმი”
ხვალინდელი სათამაშო დღე რეჯიო ემილიაში დაიწყება. “სასუოლო” “ტორინოს” მასპინძელი იქნება. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა სეზონის წინ დასახული ამოცანა გადაჭრა და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა, თანაც ისე, რომ ბევრი დასამახსოვრებელი მატჩიც გამართა. კარგ ფორმაშია “ტორინოც”. ტურინული გუნდს ევროპის ლიგაზე ზედიზედ მეორედ გასვლის იმედი აქვს და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გაიღებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, კანავარო, აჩერბი, პელუზო; ბრიგი, მანიანელი, ბიონდინი; ბერარდი, ძაძა, სანსონე
“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; პერესი, ვივესი, გაცი, ფარნერუდი, დარმიანი; მაქსი ლოპესი, მარტინესი
მსაჯი: კალვარეზე
“კიევო” – “უდინეზე”
თარიღი: 19 აპრილი, 17:00 საათი
ადგილი: ვერონა, “ბენტეგოდი”
ვერონაში “კიევო” “უდინეზეს” მიიღებს. ბოლო დროს “მფრინავი ვირები” კარგად თამაშობენ და გასავარდნ ზონას უკვე საგრძნობლად დაშორდა. მეტიც, როლანდო მარანის გუნდი სატურნირო ცხრილში მის ხვალინდელ მეტოქესაც უსწრებს. ანდრეა სტრამაჩონის “უდინეზე” ჩემპიონატის ყველაზე ამოუცნობი გუნდია. “ფრიულელთაგან” ჩემპიონატის სტარტზე გაცილებით მეტს ელოდნენ, თუმცა ახლა მხოლოდ მე-14 პოზიციაზეა. მიუხედავად ამისა, გავარდნის საფრთხე მაინც არ ემუქრება.
სავარაუდო შემადგენლობები:
“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, დაინელი, ცეზარი, ძუკანოვიჩი; ბირსა. იცკო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; მეჯორინი, პალოსკი
“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, პირისი; ვიდმერი, ალანი, პინცი, ბადუ,, გაბრიელ სილვა; დი ნატალე, ტერო
მსაჯი: მასა
“ემპოლი” – “პარმა”
თარიღი: 19 აპრილი, 17:00 საათი
ადგილი: ემპოლი, “კარლო კასეტლანი”
ჩემპიონატის აღმოჩენა “ემპოლი”, ჩემპიონატის იმედგაცრუების – “პარმას” წინააღმდეგ. მაურიციო სარის გუნდისგან სეზონის დაწყებისას ასეთ თამაშს არავინ ელოდა, თუმცა ფაქტია, რომ “ემპოლი” ხელწამოსკრავი მეტოქე არავისთვის გამოდგა. “პარმამ” კი გასული სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა და გასაკვირი არაა, რომ ასეთი სუსტი თამაში მისგან მოულოდნელი იყო. ყველაფრის განმსაზღვრელი კი მაინც ფინანსური პრობლემები აღმოჩნდა. ემილიელებს გარდა მატერიალური პრობლემებისა დალხინებული ცხოვრება არც სხვა მხრივ აქვთ. რამდენიმე დღის წინ მას მორიგი 4 ქულა ჩამოაკლეს და მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, ტონელი, რუგანი, მარიო რუი; ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე; საპონარა; მაკარონე, პუჩიარელი
“პარმა” (3-5-2): მირანტე; სანტაკროჩე, ლუკარელი, ფედალი; ვარელა, მაური, ლოდი, ნოჩერინო, გობი; გეძალი, ბელფოდილი
მსაჯი: პასკუა
“პალერმო” – “ჯენოა”
თარიღი: 19 აპრილი, 17:00 საათი
ადგილი: პალერმო, “რენცო ბარბერა”
სიცილიური “პალერმო” “ჯენოას” უმასპინძლებს. ორთავე გუნდს სამქე ფაქტობრივად მომთავრებული აქვთ და დარჩენილ ტურებში ყოველგვარი ფსიქოლოგიური დატვირთვის გარეშე იასპარეზებენ. ჯამპიერო გასპერინის გუნდს ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს და არაა გამორიცხული უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეთ, ვიდრე კუნძულელებს. “პალერმოს” 38 ქულა გააჩნია და ასეთ შედეგს ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრი ვერ წარმოიდგენდა. თუმცა პაულო დიბალასა და ფრანკო ვასკესის ლიდერობით “როზანერომ” სპეციალისტთა გაოცება შეძლო.
სავარაუდო შემადგენლობები:
“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი; რისპოლი, რიგონი, იაიალო, ჩოჩიევი, ლაზაარი; ვასკესი, დიბალა
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ბურდისო, დე მაიო; ედენილსონი, მანდრაგორა, რინკონი, მარკეზე; იაგო ფალკე, ნიანგი, პეროტი
მსაჯი: ჩერველერა
“რომა” – “ატალანტა”
თარიღი: 19 აპრილი, 17:00 საათი
ადგილი: რომი, “ოლიმპიკო”
ერთ დროს ჩემპიონობაზე პრეტენზიის მქონე, ახლა კი მესამე ადგილამდე ჩამოქვეითებული “რომა” ბერგამოს “ატალანტას” დაუხვდება. დედაქალაქელებს წინა ტურში “ტორინოსთან” ვერმოგებული მატჩი მძვირად დაუჯდათ და მეორე პოზიცია მოსისხლე მტერ “ლაციოს” დაუთმეს. რუდი გარსია სიმშვიდეს ინარჩუნებს და ამბობს, რომ დარჩენილ ტურებში “მგლები” სიტუაციას გამოასწორებენ. რამდენად გამართლდება ფრანგის სიტყვები ამას დრო გვიჩვენებს. “ატალანტამ” კი წინა ტურში 8 თამაშიანი მოუგებელი სერია, როგორც იქნა შეწყვიტა და ოდნავ ამოისუნთქა. ლომბარდიული გუნდი გასავარდნი ზონის პირზე მყოფ “ჩეზენას” დღეისათვის 7 ქულით უსწრებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი, იანგა-მბივა, ასტორი, ჰოლებასი; პიანიჩი, ნაინგოლანი, პარედესი; იტურბე, ტოტი, ლიაიჩი
“ატალანტა” (4-2-3-1): სპორტიელო; მაზიელო, ბენალუანე, სტენდარდო, დრამე; კარმონა, ბაზელი; ძაპაკოსტა, მორალესი, გომესი; დენისი
მსაჯი: ჯერვაზონი
“კალიარი” – “ნაპოლი”
თარიღი: 19 აპრილი, 20:00 საათი
ადგილი: კალიარი, “სანტ ელია”
სარდინიაზე “კალიარი” “ნაპოლის” მატჩი გაიმართება. ბოლო დროს წარმატებული პერიოდი არცერთ გუნდს უდგას. მასპინძლებს უკვე მოგების გემო დააავიწყდათ და დიდი ალბათობით გაისად ელიტაში ამ გუნდს ვერ ვიხილავთ. არადა კუნძულელები 10 წელია არ გავარდნილან. “ნაპოლი” კი პირველ სამეულზე ოცნებას ალბათ, მოეშვა. მიუხევადავდ ამისა ბოლო ორი შეხვედრა “აძურიმ” მაღალ დონეზე ჩაატარა. ჯერ ჩემპიონატში “ფიორენტინა” გაანადგურა (3:0), შემდეგ კი ევროპის ლიგაზე გერმანულ “ვოლფსბურგს” საფეხბურთო გაკვეთილი მისსავე მოედანზე ჩაუტარა (4:1).
სავარაუდო შემადგენლობები:
“კალიარი” (4-3-3): ბრკიჩი; ბალცანო, ჩეპიტელი, დიაკიტე, აველარი; დესენა, კონტი, ეკდალი; ფარიასი, საუ, მპოკუ
“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მაჯო, კულიბალი, ალბიოლი, სტრინიჩი; ინლერი, გარგანო; კალეხონი, გაბიადინი, ინსინიე; იგუაინი
მსაჯი: ვალერი
“ინტერი” – “მილანი”
თარიღი: 19 აპრილი, 22:45 წუთი
ადგილი: მილანი, “სან სირო”
ტურის გამორჩეული მატჩია დერბი “დელა მადონინა”. მიუხედავად იმისა, რომ გუნდების დღევანდელი მდგომარეობა სავალალოა, როგორც ადრიანო გალიანიმ ბრძანა – დერბი, ყოველთვის დერბია. იყო დრო, როცა მილანურ დერბს მთელ მსოფლიოში გულისყურით ელოდნენ, მაგრამ ამბობენ დრონი მეფობენო და არა მეფენიო... თუმცა, ალბათ, შორს არაა ის დღე, როცა “ინტერიცა” და “მილანიც” თავიანთ ძველ დიდებას დაიბრუნებენ და ფეხბურთის გურმანთა გულებს ისევ გაახარებენ. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს – სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე არცერთი გუნდისთვის რაიმე განსაკუთრებული არ წყდება. გაისად ევროტურნირები დიდი ალბათობით ლომბარდიელების გარეშე ჩაივლის. “ნერაძურის” შუა ხაზში ორი წამყვანი მოთამაშე ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო დააკლდება – ბროჟოვიჩი და გუარინი. პირველი წრის დაპირისპირება კი მშვიდობიანად, ფრედ – 1:1 დასრულდა.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; სანტონი, რანოკია, ვიდიჩი, ჟუან ჟესუსი; ერნანესი, მედელი, გნოკური; შაქირი; პალასიო, იკარდი
“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე, პალეტა, მექსე, ანტონელი; ვან გინკელი, დე იონგი, პოლი; ჰონდა, მენეზი, ბონავენტურა
მსაჯი: ბანტი
“ფიორენტინა” – “ვერონა”
თარიღი: 20 აპრილი, 22:45 წუთი
ადგილი: ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”
XXXI ტური ორშაბათს დასრულდება. “ფიორენტინა” “ჰელას ვერონა” უმასპინძლებს. მასპინძლებს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის მხოლოდ მცირე შანსიღა შემროჩათ. ახლა მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანი ევროპის ლიგაზე ასპარეზობაა, სადაც ხუთშაბათს, კიევში ადგილობრივ “დინამოსთან” სასურველი შედეგი, ფრე – 1:1 დააფიქსირა და ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს. სერია A-ში კი მონტელას გუნდი არადამაჯერებლად გამოიყურება. წინა ტურში უშალო კონკურენტ “ნაპოლისთან” განადგურებაც (0:3) ამის ნათელი დადასტურებაა. სტუმრები კი ფლორენციაში მშვიდად ჩადიან. “ვერონას” ამოცანა თითქმის გადაჭრილი აქვს და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა მომავალ სეზონშიც ელიტაში ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ “არტემიო ფრანკიზე” ლუკა ტონი ბრუნდება, რომელსაც “იების” მაისურით დაუვიწყარი სეზონები აქვს ჩატარებული.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ფიორენტინა” (4-3-2-1): ნეტო; რიჩარდსი, სავიჩი, ბასანტა, პასკუალი; კურტიჩი, ბადეი, მატი ფერნანდესი; ილიჩიჩი, დიამანტი; ბაბაკარი
“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; სალა, მარკესი, მორასი, პიზანო; ობადი, ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი; იანკოვიჩი, ტონი, გომესი
მსაჯი: მაცოლენი









