ფეხბურთი

21:52 | 18.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიტიში” წმენდა იგეგმება

ფრანგული L"Equipe-ინფორმაციით, ინგლისის პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი “მანჩესტერ სიტი” მიმდინარე სეზონის ბოლოს მზადაა ერთბაშად 6 ფეხბურთელი გაუშვას. დიდ წმენდაში შემდეგი ფეხბურთელები მოყვებიან: იაია ტურე, ედინ ჯეკო, ალექსანდარ კოლაროვი, სტევან იოვეტიჩი, გაელ კლიში, სამირ ნასრი.

ყველაზე დიდი მითქმა-მოთქმა კოტდივუარელი ფეხბურთელის ტრანსფერზეა ატეხილი. აფრიკელი ფეხბურთელისადმი ინტერესს მილანის “ინტერი” იჩენს. თავად ტურეს კი “სიტიდან” წასვლა არ სურს.

31 წლის კოტდივუარელს და გაელ კლიშის მანჩესტერელებთან კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე აკავშირებთ, ბოსნიელ ჯეკოს, სერბ კოლაროვს და ჩერნოგორიელ სტევან იოვეტიჩს – 2018 წლის ივლისამდე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174889