ჭადრაკი

11:32 | 19.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირველ ტურში რუსეთს ვეთამაშებით

ჩინეთის ქალაქი ჩენდუში იწყება მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის. ასპარეზობა, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობს, წრიული სისტემით ჩატარდება.

წილისყრის შემდეგ გუნდები ნომრების მიხედვით ასე გადანაწილდნენ: 1. ყაზახეთი, 2. უკრაინა, 3. აშშ, 4. საქართველო, 5. სომხეთი, 6. ჩინეთი, 7. რუსეთი, 8. ეგვიპტე, 9. პოლონეთი, 10. ინდოეთი.

გაგაცნობთ პირველ ტურში მოთამაშე საქართველოსა და რუსეთის შემადგენლობას სათადარიგო მოთამაშეების ჩათვლით. შეგახსენებთ, რომ გუნდის შემადგენლობაში 5 მოჭადრაკეა. გუნდი თამაშის დროს 4 მოჭადრაკისაგან შედგება, ხოლო ერთი სათადარიგოა.

საქართველო

ბელა ხოტენაშვილი

ლელა ჯავახიშვილი

ნინო ბაციაშვილი

სალომე მელია

მერი არაბიძე

რუსეთი

ვალენტინა გუნინა

ალექსანდრა კოსტენიუკი

ალექსანდრა გორიაჩკინა

ოლგა გირია

ნატალია პოგონინა

როგორც შემადგენლობიდან ჩანს, პოგონინა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულებული მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, სათადარიგო მოთამაშედ არის დასახელებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094041