სხვა

20:54 | 19.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა დასრულდა, გვინდა  მსოფლიოც!

თბილისის სპორტის სასახლეში ძალოსნობის ევროკვირეუკლი დასრულდა. 11-18 აპრილს ქართულ ფიცარნაგზე კონტინენტის პირველობის მედლების 15 კომპლექტი გათამაშდა, 8 მამაკაცებში და 7 ქალებში. საქართველოს კაცთა ნაკრები შეჯიბრებაში 8 სპორტსმენით გავიდა და ორმა მათგანმა პოდიუმზე ასვლაც შეძლო.

ორწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ აქტიურ სპორტში დაბრუნებულმა დავით გოგიამ 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში მცირე ბრინჯაო მოიპოვა. მძიმეწონოსანი ირაკლი თურმანიძე კი ორივე მოძრაობასა და ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლებს დაეუფლა.

"ევროპა დასრულდა, ველით მსოფლიოს.” – დაწერა თბილისური ჩემპიონატის ჩამთავრებისთანავე ტურნირის მიმომხილველმა ოფიციალურმა ფეისბუქის გვერდმა. ეს განცხადება მარტო ქართული სურვილის გაჟღერება როდია. თბილისში სტუმრად მყოფმა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ტამაშ აიანმა ლამის ყველა სპორტულ გამოცემასთან აღნიშნა, რომ საქართველომ დაკისრებულ ამოცანას თავი ბრწყინვალედ გაართვა – ერთ-ერთი საუკეთესო შეჯიბრება ჩაატარა და მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის შანსი აქვს. ევროპირველობის დასრულების შემდეგ კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმაც განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვა ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება და თუ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელობა მოისურვებს, სამინისტრო ყოველგვარვ დახმარებას გაუწევს.

ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა უკვე დაადასტურა, რომ 2018 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობისთვის განაცხადის შეტანა უკვე გადაწყვეტილია და უმაღლეს დონეზე ჩატარებული ევროპირველობა მიზნის მიღწევის შანსსაც იძლევა.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებისთვის კი სამომავლო გეგმებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი 20-29 ნოემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის კარგად მომზადება, შემდეგ კი უშუალოდ ჩემპიონატზე წარმატებულად გამოსვლა და რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მინიმუმ სამი ლიცენზიის მოპოვებაა. მსოფლიო პირველობაზე გუნდს ორი ძლიერი ძალოსანი, შოთა მიშველიძე და ლაშა ტალახაძეც დაუბრუნდება, რაულ ცირეკიძეც მოიშუშებს ტრავმას და გიორგი ასანიძის გაწვრთნილი გუნდი სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე გაცილებით ძლიერი შემადგენლობით გავა.

დაბოლოს ისევ თბილისურ ევროპირველობაზე, რომლის დახურვის ოფიციალური ცერემონიალიც რესტორან „ოტიუმში" შედგა. მას ჩემპიონატზე ჩამოსული დელეგაციები, ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტი და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

გალა საღამო ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ჰასან აკუშმა გახსნა. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა კახი კახიაშვილსა და მთელ საორგანიზაციო კომიტეტს გაწეული სამუშაოსთვის და ბრწყინვალედ ორგანიზებული ტურნირისთვის. შემდეგ კი ჰასან აკუშმა ტურნირის საუკეთესო გუნდები და სპორტსმენები დააჯილდოვა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში ქალებს შორის საუკეთესო შედეგი უკრაინის ნაკრებმა აჩვენა. მეორე-მესამე ადგილები კი რუსეთმა და თურქეთმა დაიკავეს. მამაკაცებში პირველზე მოლდოვა გავიდა, მეორეზე – რუსეთი, მესამეზე – პოლონეთი.

ქალებში საუკეთესოდ აზერბაიჯანელი ბოიანა კოსტოვა დასახელდა, მამაკაცებში – ლიტველი არუნას ძიდმარისი. მთლიანად ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ძალოსანი რუსი ტატიანა კაშირინა გახდა.

ძალოსნობა

ევროპის ჩემპიონატი

თბილისი

11-18 აპრილი

კაცები

56 კგ

1 ოლეგ სირგი (მოლდოვა) 264 კგ (113+151)

2 სმბატ მარგარიანი (სომხეთი) 259 კგ (113+146)

3 მირკო სკარანტინო (იტალია) 259 კგ (118+141)

6 რამინ შამილიშვილი (საქართველო) 245 კგ (110+135)

62 კგ

1 ვალენტინ ხრისტოვი (აზერბაიჯანი) 295 კგ (135+160)

2 ბუნიამი სეზერი (თურქეთი) 288 კგ (134+154)

3 ფლორინ კროიტორუ (რუმინეთი) 287 კგ (134+153)

69 კგ

1 დანიარ ისმაილოვი (თურქეთი) 337 კგ (156+181)

2 სერგეი პეტროვი (რუსეთი) 322 კგ (146+176)

3 ბერნარდინ კინგ მატამი (საფრანგეთი) 321 კგ (146+175)

77 კგ

1 ტიგრან მარტიროსიანი (სომხეთი) 351 კგ (160+191)

2 ვიქტორ გეტსი (რუსეთი) 351 კგ (160+191)

3 ანდრანიკ კარაპეტიანი (სომხეთი) 350 კგ (164+186)

12 ირაკლი გაბრიჭიძე (საქართველო) 305 კგ (140+165)

- გიორგი ლომთაძე (საქართველო)

85 კგ

1 ბენჟამინ ენეკინი (საფრანგეთი) 367 კგ (165+202)

2 ალექსანდრუ დუდოღლუ (მოლდოვა) 362 კგ (165+197)

3 მიკალაი ნოვიკაუ (ბელარუსი) 361 კგ (166+195)

94 კგ

1 აურიმას დიზბალისი (ლიტვა) 403 კგ (182+221)

2 ხეთაგ ხუგაევი (რუსეთი) 399 კგ (180+219)

3 ალექსანდრ ვენსკელი (ბელარუსი) 386 კგ (177+209)

12 ნიკა ნანაძე (საქართველო) 335 კგ (151+184)

105 კგ

1 ბართლომეი ბონკი (პოლონეთი) 408 კგ (185+223)

2 ანდრიან ზბირნეა (მოლდოვა) 399 კგ (177+222)

3 არკადიუშ მიხალსკი (პოლონეთი) 399 კგ (172+227)

9 დავით გოგია (საქართველო) 391 კგ (181+210)

- გია მაჭავარიანი (საქართველო)

+105 კგ

1 ოლეგ პროშაკი (უკრაინა) 435 კგ (200+235)

2 ირაკლი თურმანიძე (საქართველო) 435 კგ (201+234)

3 ჩინგიზ მოგუშკოვი (რუსეთი) 432 კგ (202+230)

12 გიორგი ჩხეიძე (საქართველო) 367 კგ (163+204)

ქალები

48 კგ

1 სიბელ ოზქან კონაკი (თურქეთი) 179 კგ (80+99)

2 ნურჩან ტაილანი (თურქეთი) 178 კგ (81+97)

3 ჯენი კატერინა პალიარო (იტალია) 176 კგ (81+95)

53 კგ

1 იულია პარატოვა (უკრაინა) 200 კგ (90+110)

2 იულია შვარცბახი (გერმანია) 186 კგ (83+103)

3 აისეგულ ჩობანი (თურქეთი) 184 კგ (75+109)

58 კგ

1 ბოიანა კოსტოვა (აზერბაიჯანი) 246 კგ (109+137)

2 ირინა ლეპსა (რუმინეთი) 205 კგ (91+114)

3 ალექსანდრა კრივანსკა (პოლონეთი) 202 კგ (89+113)

63 კგ

1 იულია კალინა (უკრაინა) 238 კგ (106+132)

2 ნადეჟდა ლიხაჩევა (რუსეთი) 223 კგ (105+118)

3 გიორგია ბორდინიონი (იტალია) 214 კგ (97+117)

11 თათია ლორთქიფანიძე (საქართველო) 168 კგ (74+94)

69 კგ

1 ზინა საზანავეცი (ბელარუსი) 255 კგ (115+140)

2 იანა კონდრაშოვა (რუსეთი) 235 კგ (105+130)

3 ანასტასია იბრაჰიმლი (აზერბაიჯანი) 233 კგ (103+130)

17 სოფიო მუქათარიძე (საქართველო) 145 კგ (65+80)

75 კგ

1 ლიდია ვალენტინი (ესპანეთი) 263 კგ (118+145)

2 ნაიო-კეჩანკე გაელე (საფრანგეთი) 248 კგ (111+137)

3 დარია პაჩაბუტი (ბელარუსი) 247 კგ (117+130)

+75 კგ

1 ტატიანა კაშირინა (რუსეთი) 322 კგ (142+180)

2 ანასტასია ლისენკო (უკრაინა) 280 კგ (126+154)

3 ანდრეა აანეი (რუმინეთი) 261 კგ (120+141)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098891