მსოფლიო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში “კორინთიანსის” 8 გულშემატკივრი მოკლეს. ქომაგები “პალმეირასთან” გასამართი შეხვედრის წინ ბანერის დამზადების პროცესში იყვნენ, როდესაც პოლიცია მათ მიუახლოვდა და 7 მათგანს ძირს დაწოლა უბრძანა. მერვე ადამიანმა გაქცევის მიზნით სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა და უბედურებაც ამ დროს დატრიალდა.
ბრაზილიური პოლიიციის განცხადებით, გარდაცვლილები ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას ეწეოდნენ, კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყვნენ და ფეხბურთს ამოფარებულები ბიზნესს ეწეოდნენ.
ბრაზილიურ ფეხბურთში ძალადობის პირდაპირი და არაპირდაპირი გზებით დაღუპულთა რიცხვი ნელ-ნელა იზრდება. გავრცელებული ინფორმაციით, ბევრ კლუბს ჰყავს მხარდამჭერთა ჯგუფები, რომლებიც მოედნის გარეთ კრიმინალურ საქმიანობას ეწევიან.







