ფეხბურთი

15:41 | 20.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძეს “პარმასთან” მატჩი ტრავმამ გამოატოვებინა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ “ემპოლის” რიგებში იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში “პარმასთან” მატჩში (2:2) ტრავმის გამო ვერ ითამაშა. ის 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა.

“პარმასთან” დაპირისპირებამდე მჭედლიძე ერთ-ერთ ვარჯიშზე დაშავდა. კერძოდ, მარცხენა ფეხში მძიმე დარტყმა მიიღო და ამიტომ, სრული დატვირთვით ვერ ემზადებოდა.

მჭედლიძე მომავალ ტურში სტუმრად “ატალანტასთან” თამაშს სავარაუდოდ შეძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.200517