ფეხბურთი

12:14 | 21.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ნაკრებში სარქისიანი გრიგოლიამ შეცვალა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

ალიკ სარქისიანის ნაცვლად ფუტსალისტებს ლევან გრიგოლია უთავკაცებს, რომელსაც თავის დროს საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად უმუშავია.

მიმდინარე წლის 18-21 მარტს, სარქისიანის ხელმძღვანელობით ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ციკლში მე-7 ჯგუფში იასპარეზა, სადაც სამივე მატჩი წააგო.

ქართველები პორტუგალიასთან 0:7 დამარცხდნენ, მასპინძელ რუმინეთთან - 1:4 და ყაზახეთთან - 0:4.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096674