ფეხბურთი

13:26 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩხუბი ბერლინშიც სცოდნიათ

ბერლინის სამოყვარულო ლიგაში, საფეხბურთო კლუბ “ბერლინისა” და ლიხტენბერგის “სპარტას “ მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე 30-მდე გულშემატკივარი შევარდა და სტუმართა 28 წლის თავდამსხმელი სტივენ დეი-კუარტენგი სასტიკად სცემეს.

საქმე ისაა, რომ ფორვარდი მისი მისამართით რასისტული გამოხტომების შემდეგ მასპინძელთა ქომაგებს მთელი თამაში პასუხს უბრუნებდა. ეს ყველაფერი კი გულშემატკივრებმა, როგორც ჩანს ვერ აიტანეს.

დეი-კუარტენგს ოპერაცია გაუკეთდა და როგორც ექიმებმა განაცხადეს, დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ 28 წლის მოთამაშეს მარჯვენა თვალი დაეკარგა, თუმცა საბოლოოდ, კევინი გადარჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165462