ესპანური “სევილიას” ცენტრალურმა მცველმა ნიკოლას პარეხამ “ზენიტთან” ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო და დიდი ხნით მოუწევს უქმობა.
31 წლის არგენტინელმა მატჩის 22-ე წუთზე მუხლის მძიმე დაზიანება მიიღო და მოედნიდან გასაყვანი შეიქნა. პარეხამ სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც აჩვენა, რომ ფეხბურთელს მუხლის ოპერაცია დასჭირდება და დაახლოებით შვიდი თვე ვერ შეძლებს თამაშს.
პარეხამ მიმდინარე სეზონში 36 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.





