ფეხბურთი

11:27 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონშიფის 2014/15 წლების სეზონის სიმბოლური

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ინგლისის ჩემპიონშიფის 2014/15 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელიდან უკვე ცნობილია, რომ მომდევნო სეზონში პრემიერლიგაში “უიტფორდის” თავდამსხმელი ტროი დინი ითამაშებს, რომლის გუნდმა უმაღლესი დივიზიონის საგზური შაბათს გაინაღდა.

ზაფხულში აღნიშნული ფეხბურთელების მიმართ დიდი ინტერესი იქნება. ინგლისის ჩემპიონშიფი, მიუხედავად იმისა, რომ მეორე დივიზიონია, ევროპაში ერთ-ერთ სერიოზულ ტურნირად ითვლება.

2014/15 წლების სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: კიერან ვესტვუდი (“შეფილდი”)

მცველები: ჯორჯ ფრენდი (“მიდლსბრო”), რასელ მარტინი (“ნორვიჩი”), რიჩარდ კოეგი (“დერბი”), სიმონ ფრანცისი (“ბორნმუთი”).

ნახევარმცველები: ალექს პრიტჩარდი (“ბრენტფორდი”), ბაქარი საკო (“ვულვზი”), გრანტ ლიდბიტერი (“მიდლსბრო”), მატ რიჩი (“ბორნმუთი”).

თავდამსხმელები: ტროი დინი (“უიტფორდი”), დარილ მარფი (“იფსვიჩი”).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087774