კატალონური “ბარსელონას” ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კარიერა ამავე კლუბში გააგრძელოს.
31 წლის ფეხბურთელს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ლიდერთა მოქმედი კონტრაქტის ვადა ამ ზაფხულს ეწურება და მისი წასვლის შესაძლებლობაზე ბევრს საუბრობდნენ. უფრო მეტიც, მისი აგენტები ადასტურებდნენ, რომ ალვეში “ბარსელონაში” არ დარჩებოდა.
თუმცა, ახლა ესპანური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ დანიმ კატალონიაში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. მათი მტკიცებით, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი სპორტული და პირადი მოსაზრებები გახდა და არა ფინანსური დეტალები. ბრაზილიელს მოსწონს ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით თამაში და სურს დარჩეს ქალაქში, რომელშიც მისი ოჯახი ცხოვრობს.
დანი ალვეში “ბარსელონაში” 2008 წლიდან თამაშობს და ოთხჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ხოლო ორ-ორჯერ ქვეყნის თასსა და ჩემპიონთა თასს დაეუფლა.





