იტალიის სერია A-ს 2014-2015 წლების სეზონში ტური შუა კვირაში ბოლოჯერ გაიმართება. XXXIII ტურში ყველაზე დიდი ინტერესი ორი ქალაქისკენ იქნება მიპყრობილი – ტურინსა და რომში. ამ ქალაქებში დაფიქსირებული შედეგები მიმდინარე სეზონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს, ეს ოფიციალურად, ისე კი “იუვენტუსს” სკუდეტო უკვე კარგა ხანია მოპოვებული აქვს...
“ჩეზენა” – “ატალანტა”
თარიღი: 29 აპრილი, 22:45 წუთი
ადგილი: ჩეზენა, “დინო მანუცი”
“დინო მანუციზე” “ჩეზენა” “ატალანტას” დაუხვდება თუ ელიტაში ადგილის შენარჩუნება სურს, აუცილებლად გამარჯვებაც მართებს. ბერგამოელები ემილია-რომანიოლთა უშუალო კონკურენტები არიან. დღეისათვის მათ შორის ქულათა სხვაობა რვას შეადგენს. დომენიკო დი კარლოს გუნდი ბოლო პერიოდში წარუმატებლად ირჯება და ცოტა არ იყოს ბრძოლაზე ხელიც ჩაიქნია, მაგრამ ეს თამაში შესაძლოა მათთვის გარდამტეხიც კი გამოდგეს. “ატალანტას” კი ამ შეხვედრაში ერთი მიზანი ექნება – არწაგება. ედუარდო რეიას დღეს კაპიტნის, ხერმან დენისის გარეშე მოუწევს თამაში, ვინ ჩხუბისთავობისთვის ხუთ მატჩიანი დისკვალიფიკაციითა დასჯილი.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ჩეზენა” (4-3-1-2): ალიარდი; პერიკო, ვოლტა, კრაინჩი, რენძეტი; კარბონერო, მუდინგაი, ჯორჯი; ბრიენცა; დეფრელი, სუჩი
“ატალანტა” (4-2-3-1): სპორტიელო; ბენალუანე, სტენდარდო, მაზიელო, დრამე; ჩიგარინი, კარმონა; ძაპაკოსტა, მორალესი, გომესი; პინილია
მსაჯი: რიცოლი
“კიევო” – “კალიარი”
თარიღი: 29 აპრილი, 22:45 წუთი
ადგილი: ვერონა, “ბენტეგოდი”
გასავარდნ ზონაში მყოფი კიდევ ერთი გუნდისთვის, კერძოდ, “კალიარისთვის” XXXIII ტური ბევრ რამეს გადაწყვეტს. სარდინიელები თავიანთ საკბილოს, თუმცა მათზე გაცილებით კარგად მოთამაშე ვერონას “კიევოს” ესტუმრებიან. ბოლო ტურში კუნძულელებმა 11 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს და ფლორენციაში “ფიორენტინა” დამაჯერებლად დაამარცხეს. ახლა კი იგივეს გაკეთებას “ბენტეგოდის” სტადიონზეც ეცდება. “კიევოს” კი თავის მხრივ, თავი ქუდში აქვს და მომავალ სეზონსაც სერია ა-ში გაატარებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, დაინელი, გამბერინი, ძუკანოვიჩი; ბირსა, იცკო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; მეჯორინი, პალოსკი
“კალიარი” (4-3-1-2): ბრკიჩი; პიზანო, დიაკიტე, ჩეპიტელი, მურუ; დესენა, ეკდალი, ჟოაო პედრო; მპოკუ; კოპი, ფარიასი
მსაჯი: დი ბელო
“იუვენტუსი” – “ფიორენტინა”
თარიღი: 29 აპრილი, 22:45 წუთი
ადგილი: ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
ამ შეხვედრაში შესაძლოა ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონობა გაინაღდოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ რომის “ლაციო” თავის შეხვედრას ვერ მოიგებს და “იუვე” არ წააგებს. ტურინელებმა ბოლო ტურში 20 წლიანი პაუზის მერე “დერბი დელა მოლე” წააგეს და ახლა ფეხის დაცდენა არ ეპატიებათ. თავის მხრივ, “ფიორენტინა” ჩემპიონატში ბოლო დროს ცუდად თამაშობს და მთელი ყურადღება ევროპის ლიგაზე აქვს გადატანილი, სადაც ერთ კვირაში პირველი ნახევარფინალური მატჩი ელოდება. ფაქტობრივად, იგივეს თქმა “იუვენტუსზეც” შეიძლება, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ოთხეულში ვხვდებით.
სავარაუდო შემადგენლობები:
“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, კიელინი, პადოინი; მარკიზიო, პირლო, ვიდალი; პერეირა; ტევესი, მორატა
“ფიორენტინა” (4-3-3): ნეტო; ტომოვიჩი, როდრიგესი, ბასანტა, ალონსო; აკვილანი, ბადეი, ფერნანდესი; სალაჰი, გომესი, ხოაკინი
მსაჯი: ბანტი
“ლაციო” – “პარმა”
თარიღი: 29 აპრილი, 22:45 წუთი
ადგილი: რომი, “ოლიმპიკო”
რომში “ლაციო” “პარმას” დაუხვდება და სამი ქულის მოპოვებას ეცდება. ეს თამაში რომაელთათვის მეტად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც დარჩენილი ხუთივე შეხვედრა. “ბიანკოჩელესტე” მდევარ “რომას” სულ რაღაც ერთი, ხოლო “ნაპოლის” სამი ქულით სჯაბნის და ქულების განიავების შანსი აღარ აქვს. “პარმას” ბედი კი უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილია – კლუბი გაკოტრებულია და ქულათა მარაგიც არ გააჩნია. შესაბამისად რობერტო დონადონის გუნდი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვისღა თუ ითამაშებს. ამ სიამოვნებაში კი “ჯალობლუმ” ბოლო ტურებში 11 ქულა დააგროვა. კიდევ ერთი: “ლაციომ” ვერმოგების შემთხვევაში შესაძლებელია “იუვენტუსის” ოფიციალურად გაჩემპიონებას ხელი შეუწყოს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, ნოვარეტი, მაურისიო, რადუ; კატალდი, ლედესმა, ლულიჩი; კანდრევა, კლოზე, ანდერსონი
“პარმა” (3-5-2): მირანტე; სანტაკროჩე, ლუკარელი, მენდესი; ვარელა, მაური, ხორკერა, ნოჩერინო, გობი; გეძალი, ბელფოდილი
მსაჯი: კალვარეზე
“მილანი” – “ჯენოა”
თარიღი: 29 აპრილი, 22:45 წუთი
ადგილი: მილანი, “სან სირო”
“მილანი” “ჯენოას” უმასპინძლებს. მატჩი ფაქტობრივად ყოველგავრი ინტრიგის გარეშე გაიმართება. გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლობენ, მაგრამ ევროტურნირებზე გასვლის შანსები თითქმის აღარ აქვთ. ერთადერთ ნუგეშად კი ამ გუნდთა შორის ოდითგან დაძაბული ურთიერთობა თუ გამოდგება. თანაც, პირველ წრეში განცდილი მარცხსი გამო “როსონერის” რევანშის აღება მართებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი, აბატე, რამი, მექსე, დე შილიო; პოლი, დე იონგი, ბონავენტურა; ჰონდა, დესტრო, მენეზი
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; რონკალია, ბურდისო, დე მაიო; რინკონი, ბერტოლაჩი, კუჩკა, ბერგდიხი; იაგო ფალკე, პავოლეტი, ნიანგი
მსაჯი: ჯაკომელი
“პალერმო” – “ტორინო”
თარიღი: 29 აპრილი, 22:45 წუთი
ადგილი: პალერმო, “რენცო ბარბერა”
სიცილიაზე “პალერმო” “ტორინოს” მიიღებს. კუნძულელებს თავიანთი საამსეზონო ამოცანა კარგა ხანია გადაჭრილი აქვთ და ახლა მხოლოდ ჩემპიონატის დასრულებას ელოდებიან. თავის მხრივ, ტურინელები პალერმოში ჩინებულ განწყობაზე ჩადიან. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს – “ხარებმა” სამი დღის წინ 20 წლის შემდეგ დერბი მოიგეს. ესეც რომ არა, ჯამპიერო ვენტურას გუნდი კარგ სეზონს ატარებს და ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“პალერმო” (3-5-2): უიკანი; ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი; რისპოლი, რიგონი, იაიალო, ჩოჩიევი, ლაზაარი; ვასკესი, დიბალა
“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, ბოვო; პერესი, ბენასი, ვივესი, ელ კადური, მოლინარო; მარტინესი, კვალიარელა
მსაჯი: ჯერვაზონი
“სამპდორია” – “ვერონა”
თარიღი: 29 აპრილი, 22:45 წუთი
ადგილი: გენუა, “მარასი”
გენუის “სამპდორია”, რომელიც ევროპის ლიგაზე გასვლისთვის გააფთრებით იბრძვის, საკუთარ მოედანზე “ჰელას ვერონას” მასპინძლობს. ამ მატჩს სინიშა მიხაილოვიჩის გუნდისთვის გაცილებით მეტი დატვრითვა გააჩნია, ვიდრე სტუმართათვის. ბოლო ტურში “სამპამ” ნეაპოლში უშანსოდ წააგო და ახლა საკუთარი გულშემატკივრის თვალში რეაბილიტირება სჭირდება. “ვერონა” კი კარგ განწყობაზე, მეტადრე კი მათი კაპიტანი ლუკა ტონი. 37 წლის ფორვარდი გასაოცარ ფორმაშია და “კაპოკანონიერეს” პრიზსაც დაადგა თვალი. იგი საუკეთესო ბომბარდირთა დუეტს ამ წუთისთვის ერთი გოლით ჩამორჩება.
სავარაუდო შემადგენლობები:
“სამპდორია” (4-2-3-1): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, მესბა; პალომბო, ობიანგი; მურიელი, სორიანო, ეტო’ო; ოკაკა
“ვერონა” (4-3-3): ბენუსი; პიზანო, მარკესი, როდრიგესი, აგოსტინი; სალა, ტაკჩიდისი, გრეკო; ვალოტი, ტონი, გომესი
მსაჯი: ირატი
“სასუოლო” – “რომა”
თარიღი: 29 აპრილი, 22:45 წუთი
ადგილი: რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”
რეჯიო ემილიაში გამარჯვების მოპოვებას ეცდება დედაქალაქური “რომა”. “რომა”, რომელსაც ქულების განიავების უფლება აღარ აქვს. “მგლები” სეზონის დასაწყისში სკუდეტოზე ოცნებობდნენ, თუმცა ახლა მესამე ადგილის შენარჩუნებაზე უწევთ ფიქრი. მათ უკან კი გადასარევ ფორმაში მყოფი “ნაპოლია”. რომაელთა მეტოქე “სასუოლოა” გუნდი, რომელსაც არც გავარდნა ემუქრება და განსაკუთრებით მაღალ პოზიციაზეც ვერ აცხადებს პრეტენზიას. ამ გუნდთან პირველი წრის მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და იმ მატჩში დუბლით სიმონე ძაძა გამოირჩა, რომელიც მორგან დე სანკტისის კარის აღებას დღევანდელ თამაშშიც შეეცდება.
სავარაუდო შემადგენლობები:
“სასუოლო” (3-4-3): კონსილი; აჩერბი, კანავარო, პელუზო; ლაზარევიჩი, ბრიგი, მისიროლი, ლონგი; ფლორო ფლორესი, ძაძა, სანსონე
“რომა” (4-3-1-2): დე სანკტისი; ფლორენცი, მანოლასი, იანგა-მბივა, ტოროსიდისი; კეიტა, დე როსი, ნაინგოლანი; პიანიჩი; ჟერვინიო, იბარბო
მსაჯი: მაცოლენი
“ემპოლი” – “ნაპოლი”
თარიღი: 30 აპრილი, 22:45 წუთი
ადგილი: ემპოლი, “კარლო კასტელანი”
XXXIII ტური ხუთშაბათს, “ემპოლისა” და “ნაპოლის” საკმაოდ საინტერესო მატჩით დასრულდება. მასპინძლებს სერია ა-ში ადგილის ოფიციალურ შენარჩუნებამდე სულ ცოტაღა აკლიათ, ხოლო ნეაპოლელებს სხვა მიზნები აქვთ – სამეულში მოხვედრა. “აძური” ამ დროისთვის მეორეადგილოსან “ლაციოს” სამი, ხოლო მესამეადგილოსან “რომას” ორი ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ რაფა ბენიტესის გუნდი ბოლო დროს ჩინებულად ათამაშდა და თამაშს ისე იგებს, რომ კითხვის ნიშანსაც არ ბადებს. “ემპოლის” ძირითად შემადგენლობაში ლევან მჭედლიძის გვარის არ ყოფნას კი უკვე კარგა ხანია მივეჩვიეთ.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, რუგანი, ბარბა, მარიო რუი; ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე; საპონარა; მაკარონე, პუჩიარელი
“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, გულამი; ჟორჟინიო, ლოპესი; კალეხონი, ჰამშიკი, მერტენსი; იგუაინი
მსაჯი: მასა









