ფეხბურთი

16:49 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლორიას პაოკ-მა ათანასიადისი არჩია

საბერძნეთის საფეხბურთი სუპერლიგაში მოასპარეზე პაოკ-მა, რომელიც მოლაპარაკებას საქართველოს ეროვნული კარის დარაჯ გიორგი ლორიასთან აწარმოებდა, “პანთრათიკოსიდან” 22 წლის გოლკიპერი გიორგიოს ათანასიადისი შეიძინა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი sportday.gr-ი იუწყება.

კიდევ ერთი ბერძნული ინტერნეტპორტალის სპორტდოგ.გრ-ის ინფორმაციით, პაოკ-ის არჩევანი იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ლორიას ხილვა თავის რიგებში პირეოსის “ოლიმპიაკოსს” სურს.

თუმცა, sportdog.gr-სთან საუბარში პაოკ-ის წარმომადგენლებმა ისიც აღნიშნეს, რომ ქართველთან კონტრაქტის გაფორმება რომ სდომოდათ, ამას მაშინ გააკეთებდნენ, როდესაც ლორიას მენეჯერს დაეკონტაქტნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091947