თბილისის “დინამოს” მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე კვიპროსის “ანორთოსისში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი protathlima.com-ი იუწყება.
19 წლის კაკაბაძე საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრია. მას 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნიდა, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უთამაშია.
protathlima.com-ის ცნობით, კაკაბაძის მიწვევა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ “ანორთოსისში” ქართველმა ნახევარმცველებმა გიორგი აბურჯანიამ და ირაკლი მაისურაძემ კვიპროსული კლუბის მესვეურთა იმედი გაამართლეს.
მიმდინარე სეზონში კაკაბაძემ “დინამოში” 19 მატჩი ჩაატარა.









