ჭადრაკი

20:11 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვეს

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრებს და მის ხელმძღვანელობას, ჩინეთში დასრულებულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე აღებული პირველი ადგილისთვის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ქართულ სპორტში უმაღლესი სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

ესენი არიან ნაკრების მთავარი მწვრთნელი ელიზბარ უბილავა, გუნდის კაპიტანი დავით ჯოჯუა, ნაკრების წევრები ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, ნინო ბაციაშვილი და მერი არაბიძე. ყიფიანმა თითოეულ მათგანს, ხოტენაშვილის გამოკლებით, რომელიც საქართველოში მოგვიანებით ჩამოფრინდება, სპორტის რაინდის მედლები და დამადასტურებელი დოკუმენტი აეროპორტშივე გადასცა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089851