“ნიუკასლის” მთავარმა მწვრთნელმა ჯონ კარვერმა “ლესტერთან” 0:3 წაგებული მატჩის შემდეგ საკუთარი გუნდის ცენტრალური მცველი მაიკ უილიამსონი მიზანმიმართულ გაძევებაში დაადანაშაულა.
უილიამსონმა ყვითელი ბარათები 55-ე და 62-ე წუთებზე მიიღო და ამ დროს ანგარიში უკვე 0:3 იყო.
“ვფიქრობ, მან ეს განზრახ გააკეთა. როგორც კი დავინახე, რომ ბურთი გვერდითი ხაზის სიახლოვეს, მოედანს მიღმა მიგორავდა, ჩემი პირველი რეაქცია იყო თხოვნა: “ეს არ გააკეთო”. ვარდი, უილიამსონი და ბურთი მოედანს მიღმა იყვნენ და ფეხებში ვარდნა საჭიროებას არ წარმოადგენდა. მე ვერ მივიღებ ასეთ მოქცევას. გუნდი რბილად თამაშობდა და არ იხარჯებოდა ორთაბრძოლებში. მაგრამ იყო ერთი გამონაკლისი. მოედანზე 11 ჯეკ კოლბაკი რომ ყოფილიყო, პრობლემა არ შეგვექმნებოდა და გულშემატკივარიც მთელს გუნდს გმირებად შერაცხდა.” - განაცხადა კარვერმა.





