ფეხბურთი

12:41 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: “მხოლოდ ტოპ-მოთამაშეები გვჭირდება”

“ჰალთან” 3:1 მოგებული მატჩის შემდეგ, ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მომავალ სეზონზე დაფიქრდა.

“ჩვენ დიდი გუნდი გვყავს, სერიოზული ბაზისით. ამიტომ, ბევრი ფეხბურთელების შეძენა არ გვჭირდება. თუ შევძლებთ ტოპ-მოთამაშეების შეძენას, ამაზე უარს არ ვიტყვით, მაგრამ გუნდი ახლაც საკმარისად ძლიერია. საჭიროა შემადგენლობის შენარჩუნება და ახალი სეზონის ხარისხიანად დაწყება”, - განაცხადა Sky Sports-თან საუბარში ვენგერმა.

“არსენალს” “მანჩესტერ სიტის” მსგავსად 70 ქულა აქვს და მასთან მეორე-მესამე ადგილს იყოფს, თუმცა, ლონდონელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166316