ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის 35-ე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის მხოლოდ 5 გუნდის წარმომადგენლები მოხვდნენ.
სიმბოლურში ვერ მოხვდა აწ უკვე პრემიერლიგის ჩემპიონის ლონდონის “ჩელსის” ვერცერთი ფეხბურთელი.
მეკარე: კასპერ შმეიხელი (“ლესტერი”)
მცველები: ფილ იაგიელკა (“ევერტონი”), რონ ვლაარი (“ასტონ ვილა”), ეშლი უილიამსი (“სუონსი”), უეს მორგანი (“ლესტერი”).
ნახევარმცველები: ტომ კლევერლი (“ასტონ ვილა”), სტივენ ჯერარდი (“ლივერპული”), ჯონჯო შელვი (“სუონსი”), ფილიპე კოუტინიო (“ლივერპული”).
თავდამსხმელები: კრისტიან ბენტეკე (“ასტონ ვილა”), ლეონარდო ულოა (“ლესტერი”)





