ბილბაოს “ატლეტიკის” ნახევარმცველმა კარლოს გურპეგიმ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ბილბაოელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელი “ატლეტიკში” 2016 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
გურპეგი ბილბაოს გუნდში 2002 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში მან ესპანეთის პრიმერა დივიზიონში 22 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
2006-2008 წლებში გურპეგიმ დოპინგის მიღებისთვის ორწლიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა.









