ფეხბურთი

11:55 | 6.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა ნეაპოლში გაფრინდა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა დნეპროპეტროვსკის “დნიპროსთან” ერთად ნეაპოლში გაფრინდა.

7 მაისს დნეპროპეტროვსკელები უეფას ევროპის ლიგის 1/2-ფინალში “ნაპოლის” დაუპირისპირდებიან. მატჩი ნეაპოლის სტადიონ “სან-პაოლოზე” შედგება და თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება.

კანკავა ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ევროპის ლიგის 1/2-ფინალში გასულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.203982