ვიეტნამის ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მალაიზია 7:0 გაანადგურა და მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ერთობ უინტერესო მატჩში ვიეტნამელმა ნგუინ თი ტუით დუნგმა ამპლუით ნახევარმცველმა მეტოქის კარში ორი გოლი კუთხურიდან გაიტანა, ორივე კუთხიდან, მარჯვენა და მარცხენა ფეხით.







