საფეხბურთო კლუბ გორის “დილას” დირექტორმა გიორგი ტუღუშმა და ლიცენზირების მენეჯერმა ზურაბ ვარამაშვილმა 5 მაისს სამართლიანი თამაშის წესებზე (ფეარ პლეი) სემინარი ჩაატარეს.
ისინი, სამშაბათ დილას ამ საკითხზე კლუბის წარმომადგენლებს ესაუბრნენ, ხოლო საღამოს “დილას” მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან ისაუბრეს.
განახლდა გორელთა შიდა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გუნდის მიერ ჩატარებულ მატჩებს დააკვირდება. მას ვარამაშვილი ხელმძღვანელობს, ხოლო ჯგუფში შემავალი სამი ადამიანიდან ერთ-ერთი “დილას” ყოფილი მოთამაშე როლანდ ნასყიდაშვილია.
შეხვედრაზე ტუღუშმა და ნასყიდაშვილმა დამსწრეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის ის პუნქტები გააცნეს, სადაც ფეარ პლეის პრინციპების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელ სანქციებზეა საუბარი.
“დილას” დირექტორი მსგავსი სემინარების ჩატარებას მომავალშიც აპირებს.









