ფეხბურთი

14:38 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” იანგს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედმა” გუნდის ნახევარმცველ ეშლი იანგთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყო.

ESPN-ის ცნობით, კლუბი მზადაა, რომ ფეხბურთელს პირობები გაუუმჯობესოს. იანგს “წითელ ეშმაკებთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა ერთ წელიწადში ეწურება და მხარეებს ყველაფრის კარგად მოსაფიქრებლად დრო საკმარისზე მეტი აქვთ.

“მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი 29 წლის ეშლის ენდობა. ჰოლანდიელ სპეციალისტს განსაკუთრებით უყვარს უნივერსალი ფეხბურთელები და იანგი სწორედ ასეთია - მას შეუძლია ვან გაალის ნებისმიერ ტაქტიკურ სქემას მოერგოს. ყველა ტურნირში ერთად ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში, იანგი მუდამ სასტარტო შემადგენლობაში იდგა.

“მანჩესტერმა” ახალი კონტრაქტი უკვე გააფორმა მცველ კრის სმოლინგთან და ახალი შეთანხმების გაფორმება შესთავაზა მეკარე დავიდ დე ხეას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093303