უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა, რომლის შემდგომაც საკმაოდ საინტერესო სტატისტიკური მონაცემები დაგროვდა.
“ბაიერნის” 3:0 დამარცხებით “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო. ბოლოს “ბლაუგრანას” ამავე ანგარიშით პორტუგალიური “პორტუ” 1993-1994 წლების სეზონში დაემარცხებინა.
“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე თავის ისტორიაში “კამპ ნოუზე” გამართულ პირველ მატჩში პირველად იმარჯვა. აქამდე სამი თამაშიდან კატალონილებს ვერცერთი მოეგოთ - “რეალთან” 0:2 (2001-2002 წლების სეზონი), “მანჩესტერ იუნაიტედი” 0:0 (2007-2008), და “ჩელსი” 0:0 (2008-2009).
“ბარსელონამ” მიმდინარე გათამაშებაზე ზედიზედ მეცხრე თამაში მოიგო. რეკორდამდე კი ახლა ერთი მოგებაღა რჩება, რომელსაც “ბაიერნი” და “რეალი” იყოფენ.
ლიონელ მესიმ შესრულებული დუბლით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში კრიშტიანუ რონალდუს ერთი გოლით გადაასწრო. მიმდინარე სეზონში მესიმ 10-ჯერ იხეირა, რონალდუმ – 9-ჯერ. ჯამში კი მათი მაჩვენებლია ასეთია: 77-76.
ჩავიმ ჩემპიონთა ლიგაზე 149-ე შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით თანამემამულე იკერ კასილიასს დაეწია.
თუ “ბარსელონა” ფინალში გავა და მესიც ითამაშებს, არგენტინელს ჩემპიონთა ლიგაზე 99 მატჩი დაუგროვდება.
აქამდე არცერთი გუნდი შემდეგ ეტაპზე ვერ გასულა მას შემდეგ, რაც პირველ მატჩი 0:3 წაეგო. ერთადერთი შემთხვევა 2003-2004 წლების სეზონში დაფიქსირდა, როცა ლა კორუნიის “დეპორტივომ” “მილანს” სამბურთიანი ჩამორჩენა აღმოუფხვრა, ოღონდ გალისიელბმა მაშინ პირველი თამაში 1:4 წააგეს.
“იუვენტუსისთვის” ეს ნახევარფინალი ჩემპიონთა ლიგაზე (და არა ჩემპიონთა თასზე) მეექვსეა. აქამდე ტურინელებს ფინალში გასვლა ოთხჯერ მოუხერხებიათ (1994-1995, 1995-1996, 1997-1998 და 2002-2003 წლებში). 2003 წელს მათ სწორედ მადრიდელებს აჯობეს. ერთადერთი მარცხი კი 1998-1999 წლების სეზონში “მანჩესტერთან” დაფიქსირდა.
ბოლო ოთხ სეზონში მესამედ მოხდა, რომ ნახევარფინალის პირველი მატჩები მასპინძლებმა მოიგეს. ერთადერთი გამონაკლისი გასულ სეზონში მოხდა, როცა “ატლეტიკომ” “ჩელსის” ვერ მოუგო (0:0).









