საქართველოს ფუტსალისტთა ექსპერიმენტული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით წინწკალაძემ იმ ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა, რომლებიც 8 და 9 მაისს აჭარისა და სამეგრელოს ნაკრებებთან ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებენ.
8 მაისს სპარინგი ბათუმში შედგება, ხოლო 9 მაისს – სენაკში. ორივე შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ლევან გრიგოლია დაესწრება.
წინწკალაძემ შემდეგი მოთამაშეები შეარჩია.
მეკარეები: დ.კეფაშვილი (“თელასი”) და ვ.ტატიშვილი(სტუ)
მოთამაშეები: გ.ნიკვაშვილი და ი.მარგიანი(ორივე - სეუ), მ.ახალაია(აფხაზეთი), ნ.მაგრაქველიძე (კავკ.საერ.უნივ.), ჯ.გიორგაია, გ.ალავიძე, ნ.ჭიაბერაშვილი, ზ.ჯინჭარაძე, გ.დავითაშვილი, ნ.სტვილია(ყველა - სტუ), შ.თოფურია(თელასი) ი.თოდუა(თსუ).
ჩამოთვლილთაგან 11 საქართველოს ფუტსალისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრია.









