მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გერმანულ გრანდში კონტრაქტის ამოწურვამდე (2016 წლის 31 ივნისი) დარჩება.
გვარდიოლას ბოლო დროს “მანჩესტერ სიტისთან” აკავშირებენ. “ქალაქელთა” თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ აღნიშნა, რომ გვარდიოლას კლუბში მოსვლის შესახებ არაფერი სმენია.
“უკვე 200-ჯერ ვთქვი, მომდევნო სეზონში კვლავ აქ ვიქნები. სულ ესაა. აქ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის რანგში არ ვარ, არამედ იმისთვის ვარ, რომ ჩემი საქმე საუკეთესოდ შევასრულო.” – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
მიმდინარე სეზონში “მანჩესტერ სიტის” ასპარეზობით როგორც გულშემატკივრები, ასევე კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა. პელეგრინის გუნდი პრემიერლიგაში მეორე ადგილზე 73 ქულით იმყოფება, თუმცა მესამეადგილოსან “არსენალს” მხოლოდ 3 ქულით უსწრებს და “მეთოფეებს” ორი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.





