საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკის” შემადგენლობაში რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში რამდენიმე წუთი ითამაშა.
“სპარტაკი” გროზნოში ადგილობრივ “ტერეკთან” 2:4 დამარცხდა, ხოლო ანანიძე თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 2:2. აღსანიშნავია, რომ “ტერეკმა” მე-3 და მე-4 გოლები მოსკოველთა კარში 90-ე და 90+2-ე წუთებზე გაიტანა. “სპარტაკი” 43 ქულით 16 გუნდში მეექვსეა.
ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” სტუმრად სანკტ-პეტერბურგის “დინამო” 2:1 დამარცხა. საყრდენი ნახევარმცველი გოგიტა გოგუა გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ყვითელი ბარათი მიიღო. ის ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში შეცვალეს.
რუსეთის მოქალაქე ნახევარმცველმა გუჯა რუხაია ხაბაროვსკელთა სასტარტოში იმყოფებოდა და 73-ე წუთზე შეცვალეს. მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილი “სკა-ენერგიას” 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. ფორვარდი ლაშა იმედაშვილი თადარიგში იჯდა, მაგრამ თამაში არ მოუწია.
“სკა-ენერგიას” შემადგენლობაში ორივე გოლი გორის “დილას” ყოფილმა ფეხბურთელმა ბრაზილიელმა ნათან ჟუნიორმა გაიტანა. ხაბაროვსკელები 33 ქულით 18 გუნდში მე-14 ადგილზე არიან.









