ფეხბურთი

16:59 | 12.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევრო-2016-ზე ბილეთების მინიმალური ფასი 25 ევრო იქნება

უეფამ 2016 წელს საფრანგეთში გასამართი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთების ფასი განსაზღვრა.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ევროპის პირველობისთვის 4 კატეგორიის ბილეთები გაიყიდება.

გახსნის მატჩზე ბილეთები 75-დან 595 ევრომდე ეღირება. ჯგუფურ ეტაპზე ბილეთების ფასი 25-დან 145 ევრო იქნება. ნახევარფინალებზე დასწრების მსურველებს ბილეთებში 65-დან 495 ევრომდე გადახდა მოუწევთ. ფინალებზე ბილეთები 75-დან 595 ევრომდე ეღირება.

ბილეთებზე განაცხადების მიღება უეფას ვებგვერდზე მიმდინარე წლის 12 მაისიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე 2015 წლის 10 ივნისიდან 10 ივლისამდე მილიონი ბილეთი გაიყიდება.

800000 ბილეთი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე ნაკრებების გულშემატკივრებზე გადანაწილდება. ერთი მილიონი ბილეთი სხვა ქვეყნების ქომაგებზე გადანაწილდება. უეფა 20000 ბილეთს სოციალურად დაუცველს ბავშვებს გადასცემს პროგრამის ფარგლებში რომლის სახელწოდებაა: “20000 ღიმილი ევროსთვის”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163111