“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში “პარმასთან” შეხვედრის (2:2) შემდეგ, არასპორტული საქციელისთვის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ესპანელმა სპეციალისტმა თამაშის შემდეგ მსაჯთა ბრიგადის მუშაობით უკმაყოფილება არაკორექტული ფორმით გამოთქვა, რისთვისაც დასაჯეს.
ნეაპოლური კლუბის არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი “პარმას” მეკარე ანტონიო მირანტას შეურაცხყოფისთვის 10000 ევროთი დააჯარიმეს. არგენტინელმა მატჩის მერე მირანტასთან იკამათა და წყობიდან გამოსაყვანად უთხრა: “თქვენ უკვე სერია B-ში ხართ”.





