სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:10 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქულა, რომელმაც ვერაფერი გაარკვია

საქართველოს უმაღლესი ლიგის 2014-15 წლების სეზონის დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა. 28-ე ტირში რუსთავში აუტსაიდერთა რიგებ~ში მყოფი გუნდები ადგილობრივი მეტალურგი და ვიტ ჯორჯია დაუპირისპირდნენ.

ამ მატჩში ორივე გუნდს მოგება სჭირდებოდა, შეხვედრა მთლიანობაში უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა, თუმცა გუნდებმა ერთმანეთის კარს გასაღებ ვერ მოუძებნეს.

პირველი ტაიმი ნელ ტემპში წარიმართა და გუნდებს სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ. თამაშს ეტყობოდა, რომ გუნდები მაიც შედეგზე იყვნენ მოტივირებული. პირველ ნახევარში გატანა ზვიადაძეს შეეძლო, რომელსაც ჯონ შეროზიამ გატანა არ დაანება. ორ წუთში შეროზიამ უკვე ლევან ბერუაშვილს აჯობა.

მეორე ტაიმი განსხვავებულად წარიმართა ვიტელებმა უპირატესობა მოიპოვეს და მასპინძელთა კართან სახიფათო მომენტებიც მრავლად შექმნეს. განსაკუთრებით აქტიური ლევან ცაბაძე იყო, რომელსაც გატანა არაერთხელ მართებდა თუმცა ნადირაძის კარში ვერცერთხელ მოახვედრა. ერთ ეპიზოდში კი მასპინძელთა მეკარემ ლობჯაიძის დარტყმული სასწაულებრივ მოიგერია.

საბოლოოდ შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. რამაც ორივე გუნდი უკმაყოფილო დატოვა, უფრო მეტად კი ვიტ ჯორჯია, რომელთა მდგომარეობა სატურნირო ცხრილის მხრივ ისევ მძიმეა.

ვარლამ კილასონია(მეტალურგის მთავარი მწვრთნელი):"პირველი ტაიმი ბევრად უკეთ ვითამაშეთ, მეორე ნახევარში კი დაღლა დაგვეტყო. რაც გასაკვირი არაა, რადგან გუნდი მოუმზადებელია. მადლობა ამ ბიჭებს მონდომებისთვის. გადარჩენისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვნახოთ აქედან რა გამოგვივა."

თენგიზ კობიაშვილი ("ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელი):"საინტერესო თამაში გამოვიდა. ვფქრობ ფრე არცერთ გუნდს არ გვაწყობდა. დღეს თამაშით მეტოქეს ვაჯობეთ. თუმცა როგორც ჩანს გამარჯვება არ გვეწერა. დარჩენილ ტურებში უმაღლეს ლიგაშ დარჩენისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ."

"მეტალურგი" - "ვიტ ჯორჯია" 0:0 (0:0)

რუსთავი, "ფოლადი"

"მეტალურგი":ნადირაძე, ნარიმანიძე, ნოზაძე, მინდორაშვილი, მიქაუტაძე, ბერუაშვილი, სარიშვილი, ზვიადაძე, ბარამიძე (ციცქიშვილი 46), ჩიკვაიძე (პაკსაშვილი 70), ბარაბაძე (ოქროპირიძე 84);

მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

"ვიტ ჯორჯია": შეროზია, ცაბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, დანელია, დავლაშელიძე (კურდღელაშვილი 79), მაისურაძე, მახარაძე, დემეტრაშვილი (დადიანი 84), კახაბრიშვილი, ლობჯანიძე;

მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი

გაფრთხილება: ნოზაძე (44), დავლაშელიძე (73), მახარაძე (73)

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

0.103011