ფეხბურთი

14:29 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორელთა საჩემპიონო “დილა”

არსებობის ისტორიაში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველად მომგებ გორის “დილას” 13 მაისს ღამე ქომაგები მშობლიური ქალაქის შესასვლელთა შეეგებნენ.

გულშემატკივრების ავტოკოლონამ “დილას” ავტობუსი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონამდე მიაცილა, სადაც გორელებს ადგილობრივ გულშემატკივართა მეორე ნახევარი ელოდა. “დილას” ჰიმნის ფონზე გამარჯვება შამპანურითა და ფოიერვერკით აღნიშნეს. გორელებმა საყვარელი გუნდის ჩემპიონობას მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნავდნენ.

“დილა”, რომელსაც უჩა სოსიაშვილი წვრთნის, საქართველოს ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გახდა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში 25 წლის სოსიაშვილი ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელსაც უმაღლეს ლიგაში გაუმარჯვია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093289