"მანჩესტერ იუნაიტედიდან" მადრიდის "რეალში" განათხოვრებულმა მექსიკის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ხავიერ ერნანდესმა შესაძლოა კარიერა MLS-ის გუნდ "ორლანდოში" გააგრძელოს.
ამერიკული გუნდის თავკაცმა ადრიან ჰიზმა ჩიჩარიტოს შესახებ შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა: "ვფიქრობ, მან "რეალში" თავისი სიძლიერე დაამტკიცა და იგი ჩვენ გუნდს კარგად შეეწყობა. ხავიერი მაღალი დონის მოთამაშეა და მის შეძენაზე MLS-ის გუნდები უარს არ იტყვიან. შევეცდებით მის გადაბირებას და თუ დავიმატებთ, მოხარულნი ვიქნებით."
მიმდინარე სეზონში ერნანდესმა "რეალის" მაისურით 33 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ზაფხულში ხავიერი "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდება და მისი მომავალიც ამის შემდეგ გაირკვევა.







