სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:38 | 17.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

აუტსაიდერებში კვლავ გაურკვევლობაა

კვირას ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 29-ე ტურის მატჩები გაიმართა, რომელმაც სატურნირო თვალსაზრისით ბევრი ვერაფერი გაარკვია. ცხრილის ზედა ნაწილში თითქმის ყველაფერი ნათელია, აუტსაიდერებში კი მთავარი ბოლო ტური იქნება, რომელიც გაარკვევს, ვინ გავარდება ზესტაფონთან ერთად და ვინ მოხვდება გადათამაშებაში.

პრეტენდენტი სამია – “მეტალურგი,” “ვიტ ჯორჯია” და “სიონი.” ვეტერინარებმა და ბოლნისელებმა უმნიშვნელოვანესი მატჩები მოიგეს, რუსთაველები კი “ცხინვალთან” 2:7 დამარცხდნენ და ახლა გადათამაშებაში მათ სასწაული თუ მოახვედრებს. თუმცა, მათი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მადლობა მარტო იმიტომ უნდა ვუთხრათ, რომ საერთოდ ახერხებენ ჩემპიონატში მონაწილეობას.

ტურის გმირი კი ცხინვალელთა შემტევი, 21 წლის ნიკა კაჭარავა გახდა, რომელმაც რუსთაველებს სამი გოლი გაუტანა.

29-ე ტური. 17 მაისი. კვირა

გურია (ლანჩხუთი) – დინამო (თბილისი) 2:2 (1:1)

0:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (2), 1:1 გიორგი მჭედლიშვილი (10), 1:2 გიორგი პაპუნაშვილი (81, პენ), 2:2 ალექსანდრე კოშკაძე (88)

მერანი (მარტვილი) – დილა (გორი) 1:1 (1:0)

1:0 დათა ციცხვაია (34), 1:1 რომან ახალკაცი (68)

ჩიხურა (საჩხერე) – სამტრედია 2:1 (0:0)

0:1 შარიქაძე (74), 1:1 კორიფაძე (77), კუჭუხიძე (87)

ცხინვალი – მეტალურგი (რუსთავი) 7:2 (1:0)

1:0 გიორგი ივანიშვილი (1), 1:1 ლევან ბერუაშვილი (50), 1:2 გიორგი ზვიადაძე (58), 2:2 ნიკა კაჭარავა (62), 3:2 ლაშა შინდაგორიძე (63), 4:2 გიორგი ცერცვაძე (72), 5:2 ლაშა ქოჩლაძე (74), 6:2, 7:2 ნიკა კაჭარავა (79, 90)

ტორპედო (ქუთაისი) – შუქურა (ქობულეთი) 0:2 (0:0)

0:1 კუხიანიძე (60), 0:2 გურული (65),

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – კოლხეთი (ფოთი) 1:0 (0:0)

1:0 კახა კახაბრიშვილი (68)

ზუგდიდი – სიონი (ბოლნისი) 1:3 (1:0)

1:0 კუკავა (41), 1:1 უგულავა (49), 1:2 ლუისი (68), 1:3 ჭანკოტაძე (71)

დინამო (ბათუმი) – ზესტაფონი

(ბათუმის დინამოს ტექნიკური 3:0)

1. დილა 29 18 7 4 47:21 61
2. დინამო ბთ. 29 17 4 8 37:23 55
3. დინამო თბ. 29 16 7 6 53:28 55
4. ცხინვალი 29 16 4 9 46:36 52
5. ჩიხურა 29 13 7 9 39:33 46
6. სამტრედია 29 12 6 11 36:29 42
7. შუქურა 29 11 8 10 35:35 41
8. ტორპედო 29 10 10 9 38:32 40
9. გურია 29 10 9 10 36:40 39
10. კოლხეთი 29 9 9 11 30:30 36
11. მერანი 29 9 9 11 27:29 36
12. ზუგდიდი 29 7 9 13 21:45 30
13. ბოლნისი 29 8 5 16 29:44 29
14. ვიტ ჯორჯია 29 7 5 17 27:37 26
15. ზესტაფონი 29 6 8 15 40:58 26
16. მეტალურგი 29 6 7 16 24:45 25

მეგოლეები:

14 – ირაკლი მოდებაძე (დილა)

13 – გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

11 - ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

10 –ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

9 – ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი),

8 – გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), კობა შალამბერიძე (გურია), ლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი), გიორგი ჩირგაძე (დინამო თბილისი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

თეგები: ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი – უმაღლესი ლიგა – 29-ე ტური – მიმოხილვა

0.169844