ფეხბურთი

11:58 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“პლზენი” ჩეხეთის ჩემპიონია

ჩეხეთის სინოტ ლიგის 2014/15 წლების სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჩემპიონობა “ვიქტორია პლზენმა” იზეიმა. გუნდმა ჩეხეთის ეროვნული ჩემპიონატი ისტორიაში მესამედ მოიგო.

18 მაისს მიროსავ კუბეკის შეგირდებმა შინ “იგლავას” 2:0 მოუგეს, უახლოეს მდევარ პრაღის “სპარტას” 6 ქულით გაასწრეს, მათ დედაქალაქელებთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ჰქონდათ და შესაბამისად ჩემპიონობაც ნაადრევად იზეიმეს.

ჩემპიონობის გარდა “პლზენი” 2009/10 წლების სეზონში თასის მფლობელი გახდა, ხოლო 2011 წელს ჩეხეთის სუპერთასი მოიპოვა.

თეგები“პლზენი”
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093889