პერუს პრიმერადივიზიონის მე-5 ტურის მატჩში “ალიანსა ლიმამ” შინ “გარსილასო” მიიღო და 0:1 დამარცხდა. უჩვეულო ამ მატჩს არაფერი ჰქონდა, რათა მსოფლიოს ინტერესი გამოეწვია, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ეს შეძლო. 85-ე წუთიდან რამონ ბლანკომ “ლიმას” ფეხბურთელებს 4 წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან მთავარი მწვრთნელიც გააძევა.
საბოლოოდ მატჩის შემდეგ, არბიტრი მოედნიდან პოლიციის დახმარებით გავიდა. პერუს პროფესიონალ მსაჯთა ასოციაციამ კი ბლანკოს საქციელი სწორად მიიჩნია და მას კარგად შესრულებული სამუშაოსთვის მილოცვაც გაუგზავნა.







