ფამაგუსტას “ანორთოსისის” მიერ მთავარ მწვრთნელად მიწვევის შესახებ კვიპროსული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ინტერნეტპორტალმა kerkida.net –მა უარყო.
მისი ინფორმაციით, “ანორთოსისის” პრეზიდენტმა ხრისტოს პულაიდისმა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცს მართლაც დაურეკა, თუმცა ის ფუტსალის ქალთა გუნდის პატივსაცემად გამართულ ვახშამზე დაპატიჟა.
ქეცბაიამ მიპატიჟება მიიღო, მაგრამ არც ის და არც “ანორთოსისის” პრეზიდენტმა მომავალ თანამშრომლობაზე საუბარს არ გეგმავენ.
kerkida.net-ის ცნობით, უახლოს დღეებში ქეცბაია კვიპროსის ფარგლებს გარეთ გაემგზავრება, რომ თავისი მომავალი გუნდის ვინაობა გაარკვიოს.









