ფეხბურთი

19:46 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალადაშვილი 5000 რუბლით დააჯარიმეს

რუსეთის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილი 5000 რუბლით დააჯარიმა.

რუსეთის პირველი დივიზიონის 32-ე ტურში “სკა-ენერგიამ” სახლში კრასნოიარსკის “ენისეის” 3:1 მოუგო და სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ალადაშვილმა ანგარიში გახსნა.

სადისციპლინო კომიტეტმა ქართველი იმიტომ დასაჯა, რომ შეცვლის შემდეგ, სათადარიგოთა სკამზე მჯდომმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ ეპიზოდში ე.წ. ტექნიკური ზონა მსაჯის ნებართვის გარეშე დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095842