ფეხბურთი

12:35 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მიდტიულანდი” დანიის ჩემპიონია

დანიის სუპერლიგის 2014/15 წლების სეზონის გამარჯვებული “მიდტიულანდი” გახდა. კლუბმა ისტორიაში პირველად მოახერხა ქვეყნის მთავარი ჯილდოს მოპოვება.

მიდტიულანდელებმა 30-ე ტურში “ვესტსაელანდთან” სტუმრად ფრე 0:0 დააფიქსირეს, უახლოეს მდევარ “კოპენჰაგენს” 10 ქულით გაუსწრეს და სამი ტურით ადრე ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

1999 წელს დაარსებული კლუბის საფეხბურთო გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე 2006/07 და 2007/08 წლების სეზონში გავიდა. დანიის თასის ფინალში “მიდტიულანდი” 4-ჯერ გახლდათ და ოთხჯერვე დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.15587