ჭადრაკი

11:37 | 23.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გრან პრიზე ტრიო ლიდერობს

ხანტი-მანსიისკში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა გრან პრის გათამაშების მეოთხე ეტაპზე მერვე ტურის პარტიები გათამაშდა. ამ ტურში მიმდინარე ტურნირზე პირველად მოხდა, რომ მოგებულ-წაგებულ შეხვედრათა რაოდენობამ ყაიმების რიცხვს გადააჭარბა.

რაღა თქმა უნდა გამორჩეულ ინტერესს ის შეხვედრები იწვევდა, სადაც ლიდერები მონაწილეობენ. ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი ფაბიანუ კარუანა, რომელიც თეთრებით დმიტრი იაკოვენკოს ეთამაშებოდა, დამარცხდა და ერთპიროვნულ ლიდერობას დაემშვიდობა. ამრიგად რვა ტურის შემდეგ აღნიშნულ ტურნირს 5-5 ქულით კარუანა, დომინგეს პერესი და ნაკამურა ლიდერობენ. ამ უკანასკნელმა ბაადურ ჯობავას მოუგო, რომელსაც პირველ ტურში დამარცხების შემდეგ ზედიზედ 6 ყაიმი ჰქონდა გაკეთებული.

23 მაისი დასვენების დღეა. ერთდღიანი დასვენების შემდეგ ასპარეზობა 24 მაისიდან გაგრძელდება.

მერვე ტურის ტექნიკური შედეგები

ბორის გელფანდი (ისრაელი) – პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) 1:0

ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) – ლემიერ დომინგეს პერესი (კუბა) 0,5:0,5

მაქსიმ ვაშიე–ლაგრავი (საფრანგეთი) – ანიშ გირი (ჰოლანდია) 0,5:0,5

ბაადურ ჯობავა (საქართველო) – ხიკარუ ნაკამურა (აშშ) 0:1

ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) – სერგეი კარიაკინი (რუსეთი) 1:0

ფაბიანუ კარუანა (იტალია) – დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) 0:1

სატურნირო მდგომარეობა რვა ტურის შემდეგ

I-III კარუანა, დომინგეს პერესი, ნაკამურა 5-5 ქულა

IV-VI იაკოვენკო, კარიაკინი, გელფანდი 4,5:4,5

VII-VIII გრიშჩუკი, სვიდლერი, 4-4

IX გირი 3,5

X-XI ჯობავა, ტომაშევსკი 3:3

XII ვაშიე ლაგრავი 2

24 მაისი. მეცხრე ტურის შეხვედრათა განრიგი

გირი – ჯობავა

ნაკამურა – გრიშჩუკი

იაკოვენკო – გელფანდი

კარიაკინი – კარუანა

დომინგეს პერესი – ვაშიე-ლაგრავი

სვიდლერი – ტომაშევსკი

0.093541