ფეხბურთი

14:57 | 23.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიელმა “სიონთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა

პორტუგალიელი თავდამსხმელი ლუის ალბერტო ვიეირა მედინა მომავალ სეზონშიც საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ბოლნისის “სიონში” ითამაშებს. ამის შესახებ “სიონის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

23 წლის ფორვარდმა კლუბთან 6+6 თვიანი კონტრაქტი გააფორმა. პორტუგალიელმა 2014-2015 წლების სეზონში “სიონის” რიგებში 12-ჯერ ითამაშა და 5 გოლი მიითვალა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლნისელებმა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090044