ჭადრაკი

10:38 | 24.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანდუ ლიდერობას ინარჩუნებს

ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს რუმინელი დიდოსტატი სანდუ ევროპის რიგით მე-16 ჩემპიონატზე, 5-დან 5 გამარჯვებით. დღევანდელ ტურში სანდუმ ლელა ჯავახიშვილი დაამარცხა. თუმცა, მთელი პარტია ქართველი დიდოსტატის დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა და ცაიტნოტში დაშვებულმა რამდენიმე უზუსტობამ საჭირო ქულა დააკარგვინა ჩვენებურს.

საინტერესოდ მიმდინარეობდა ბელა ხოტენაშვილის და მერი არაბიძის შეხვედრა. არაბიძემ დებიუტიდანვე ხელთ იგდო უპირატესობა და მთელი პარტია შავი ფიგურების დომინირებით მიმდინარეობდა. მაგრამ, 42-ე სვლაზე მისი შეცდომა კარგად გამოიყენა ხოტენაშვილმა და პარტიის ფრედ დასრულება შესძლო.

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ ჩემპიონატს ქულათა მაქსიმუმით მიქაელა სანდუ (რუმინეთი; 2300) ლიდერობს.

ნახევარი ქულით ნაკლები აქვს აქტივში ნინო ბაციაშვილს (საქართველო; 2473) და მომდევნო ტურში ყურადღების ცენტრში სწორედ მათი შეხვედრა იქნება.

ევროპის ქალთა რიგით მე-16 პირველობაზე 19 ქვეყნის 98 მოჭადრაკე ასპარეზობს და შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს და 31 მაისამდე გასტანს. ხოლო, 26 მაისს მონაწილეები დაისვენებენ.

ევროპის ჩემპიონატში I-XIV ადგილზე გასული მონაწილეები ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ.


gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091074