ვიდეო

13:39 | 24.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი გულშემატკივრებს დაემშვიდობა (+VIDEO)
"ბარსას" ლეგენდამ "კამპ ნოუზე" ბოლო მატჩი ჩაატარა

ესპანეთის ნაკრებისა და ბარსელონას" ლეგენდამ ჩავი ერნანდესმა "კამპ ნოუზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა. ნახევარმცველმა "დეპორტივოსთან" პრიმერადივიზიონის ბოლო მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ვერც კი წარმოიდგენდა ასეთ შთამბეჭდავ გაცილებას. დამშვიდობება მართლაც საზეიმო გამოდგა - ჩავის ცრემლნარევი დამშვიდობება და ლა ლიგის ჩემპიონობის აღნიშვნა. თასი სწორედ გუნდის კაპიტანმა, ჩავიმ ასწია.

"დეპორტივოსთან" მატჩის შემდეგ ჩავი გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდა, დაიწყო კიდეც, თუმცა თვალზე ცრემლი მოადგა, მცირე პაუზა ჰქონდა და გააგძელა: "საღამო მშვიდობისა და მადლობა თქვენ ყველაფრისთვის. ახლა მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, "ბარსაში" მე-17 სეზონი დავასრულე. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს, ცოლს, მეგობრებს და თქვენ, გულშემატკივრებო. "ბარსა" მსოფლიოში საუკეთესო კლუბია. როგორც ლუის ენრიკემ თქვა, ამით ყველაფერი არ დამთავრებულა და ჩვენ გვინდა ორი ესპანეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებიც მოვიგოთ, ამის შემდეგ, 7 ივნისს კი "ბარსელონაში" ზეიმი გვქონდეს."

canal+-სთან საუბრისას ჩავიმ განაცხადა: "შევეცადე ცრემლისგან თავი გამეკონტოლებინა, მაგრამ რთული აღმოჩნდა. "ბარსა" ძალიან მომენატრება. ეს კლუბი ნებისმიერ ადამიანზე მაღლა დგას."

ჩავიმ "ბარსას" მაისურით 17 სეზონის განმავლობაში ყველა ტურნირზე 764 მატჩი ჩაატარა და 84 გოლი გაიტანა, გუნდთან ერთად 23 ტიტული მოიგო და წინ კიდევ ორი გამარჯვების მოლოდინშია. "ბლაუგრანა" 30 მაისს ესპანეთის სამეფო თასის ფინალში "ბილბაოს" დაუპირისპირდება, ხოლო 6 ივნისს ბერლინში ტურინის "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვებაში შეეცილება.

მომდევნო სეზონიდან ესპანეთის ფეხბურთის ერთ-ერთ ლეგენდას ყატარულ "ალ-სადში" ვიხილავთ. ქართველებს უკვე გვქონდა "ბარსას" ლეგენდის ხილვის სიამოვნება. 2012 წლის 11სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ჩავიმ მაშინ შეუცვლელად ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083023