დასასრულს მიუახლოვდა ვაჟ მოჭადრაკეთა შორის გრან პრის გათამაშების ბოლო დასკვნითი ეტაპი, რომელსაც ქალაქი ხანტი-მანსიისკი (რუსეთი) მასპინძლობს. ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო ქართველმა მოჭადრაკემ ბაადურ ჯობავამ, რომელიც ამჯერად ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე ანიშ გირს ეთამაშებოდა.
ჯობავას 9 ტურის შემდეგ ჯერ მოგება არ აქვს, 3 წააგო, 6 შეხვედრა ყაიმით დაასრულა, აქტივში 3 ქულა აქვს და ბოლოსწინა მე-11 ადგილზე იმყოფება.
რაც შეეხება სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფ სამეულს, დომინგეს პერესს, ნაკამურასა და კარუანას თავიანთი შეხვედრები ყაიმით დაასრულეს. აღნიშნულმა ტრიომ ლიდერობა შეინარჩუნა.
ბოლოსწინა მეათე ტურში ჯობავას მეტოქე, რომელიც თეთრებით ითამაშებს, ასპარეზობის ერთ-ერთი ლიდერი დომინგეს პერესი იქნება.
მეათე ტურის ტექნიკური მონაცემები
ანიშ გირი (ჰოლანდია) – ბაადურ ჯობავა (საქართველო) 1:0
ლენიერ დომინგეს პერესი (კუბა) – მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) 0.5:0.5
პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) – ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) 0:1
დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) – ბორის გელფანდი (ისრაელი) 0.5:0.5
სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – ფაბინო კარუანა (იტალია) 0.5:0.5
ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) – ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი) 0.5:0.5
სატურნირო მდგომარეობა 9 ტურის შემდეგ
I-III დომინგეს პერესი, ნაკამურა, კარუანა 5.5-5.5
IV-VI იაკოვენკო, გელფანდი, კარიაკინი 5-5
VII-VIII გირი, გრიშუკი 4.5-4.5
IX-X სვიდლერი, ტომაშევსკი 4-4
XI ჯობავა 3
XII ვაშიე-ლაგრავი 2.5
25 მაისი
ბოლოსწინა მეათე ტურის შეხვედრათა განრიგი
გელფანდი – ტომაშევსკი
ვაშიე-ლაგრავი – სვიდლერი
ჯობავა – დომინგეს პერესი
გრიშუკი – გირი
კარუანა – ნაკამურა
იაკოვენკო – კარიაკინი







