სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:03 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეფასა და ეროვნული ლიცენზიების მფლობელი კლუბების ვინაობა გაირკვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტმა 2015-2016 წლების სეზონისთვის ლიცენზირების პროცესი დაასრულა.

ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, ლიცენზირების კომიტეტისა და ლიცენზირების აპელაციის ორგანოს გადაწყვეტილებით, უეფასა და ეროვნული ლიცენზიები შემდეგმა კლუბებმა მიიღეს:

“დილა” (გორი), “დინამო” (ბათუმი), “დინამო” (თბილისი), “ცხინვალი”, “ჩიხურა” (საჩხერე), “სამტრედია”.

მხოლოდ ეროვნული ლიცენზიების მფლობელები შემდეგი კლუბები გახდნენ:

“შუქურა”, “ტორპედო” (ქუთაისი), “კოლხეთი 1913” (ფოთი), “მერანი” (მარტვილი), “ზუგდიდი”, “სიონი” (ბოლნისი), “ვიტ ჯორჯია” (თბილისი), “საბურთალო” (თბილისი), “ლოკომოტივი” (თბილისი).

ლიცენზირების კომიტეტმა და ლიცენზირების აპელაცის ორგანომ რამდენიმე კლუბს ზოგიერთი კრიტერიუმის დარღვევა დაუდგინა, რის გამოც, მათ ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის მიერ სანქციები დაუწესდებათ. თუმცა, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაირკვევა 2015-2016 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში ვინ ითამაშებს.

ამასთანავე, ლიცენზირების კომიტეტი რუსთავის “მეტალურგის” მიერ ლიცენზირების პროცესის სრულად იგნორირების თაობაზე იმსჯელებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.102295