ინგლისის პრემიერლიგის ახალწვეულმა "ბორნმუთმა" გუნდის პოლონელ კარის დარაჯ არტურ ბორუცთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ გუნდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. ბორუცი "ბორნმუთის" ღირსებას 2014 წლის ზაფხულიდან მოყოლებული იცავს.
35 წლის მეკარემ ჩემპიონშიპში 37 შეხვედრა ჩაატარა და გუნდის გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა. "ბორნმუთმა" ჩემპიონშიპის გათამაშება 90 ქულით მოიგო და მომავალი სეზონიდან პრემიერლიგაში მოსინჯავს ძალას.









