ჭადრაკი

19:31 | 26.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილი წარმატებულ სვლას განაგრძობს

ნინო ბაციაშვილმა ჩაქვში მიმდინარე ევროპირველობის მეშვიდე ტურში მორიგი გამარჯვება იზეიმა და 6,5 ქულით კიდევ უფრო გაიმყარა ლიდერობა. გუშინდელ ტურში ქართველმა მოჭადრაკემ 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ჰოანგ თხან თრანგი (უნგრეთი;2472) დაამარცხა.

გაიმარჯვა ნინოს უახლოესმა მდევარმა ჩემპიონობისათვის ბრძოლაში მიქაელა სანდუმაც. რუმინელი მოჭადრაკე აგრძელებს საჭადრაკო სამყაროს გაოცებას, ამჯერად მან მსოფლიოს ექსჩემპიონი ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი; 2512) დაამარცხა.

დასანანი მარცხი განიცადა შავი ფიგურებით მოთამაშე მერი არაბიძემ (საქართველო; 2403) უკეთესს პოზიციაში ოლგა გირიასთან (რუსეთი; 2479) პარტიაში. უპირატესობა ვერ გამოიყენა, მაგრამ ფრედ დაასრულა შეხვედრა სალომე მელიამ (საქართველო; 2452) ანასტასია ბოდნარუკთან (რუსეთი; 2402) დაპირისპირებაში.

სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კიდევ ერთი ქართველი ფავორიტი მონაწილე ლელა ჯავახიშვილი გამოეთიშა ჩემპიონატს.

ამრიგად, 7 ტურის შემდეგ ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს ნინო ბაციაშვილი (საქართველო; 2473) – 6,5 ქულა.

ნახევარი ქულით ნაკლები აქვს მიქაელა სანდუს (რუმინეთი; 2300).

5,5 ქულით III – IV ადგილებს: ოლგა გირია (რუსეთი;2479) და ნატალია ჟუკოვა (უკრაინა; 2322) იყოფენ.

V – X ადგილებს 5-5 ქულით ინაწილებენ:

ლილიტ გალოიანი (სომხეთი; 2275), ელინა დანიელიანი (სომხეთი; 2458), მარინა გუსევა (რუსეთი; 2391), ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი; 2450), ანასტასია ბოდნარუკი (2402) და სალომე მელია (საქართველო; 2452)

26 მაისს მონაწილეები ისვენებენ. მომდევნო ტური 27 მაისს გაიმართება და ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრები იქნება:

ბაციაშვილი - გირია და ჟუკოვა - სანდუ.

ევროპის ქალთა რიგით მე-16 პირველობაზე 19 ქვეყნის 98 მოჭადრაკე ასპარეზობს და შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს და 31 მაისამდე გასტანს. ხოლო, 26 მაისს მონაწილეები დაისვენებენ.

ევროპის ჩემპიონატში I-XIV ადგილზე გასული მონაწილეები ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ.

www.gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098836