სხვა

23:43 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნაცუ ბაშოს ჩემპიონს ოძეკის ტიტული მიენიჭა

იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ ტერუნოფუჯის ოძეკის ტიტული მიანიჭა. 23 წლის მონღოლი მე-2 იერარქიულ საფეხურზე მას შემდეგ დააწინაურეს, რაც მან მაისის ნაცუ ბაშოზე 13 ბრძოლა მოიგო და პირველობა არავის დაუთმო.

23 წლის განტულგინ განერდენეს პროფესიულ სუმოში დებიუტი 2011 წელს ჰქონდა და საკმაოდ რთული გზის გავლა მოუხდა, დიდი შრომა კი ელიტაში აღზევებით დაუფასდა.

ტერუნოფუჯი მე-10 უცხოელია, რომელმაც ოძეკობას უწია. სათქმელია ისიც, რომ ჰავაელები – აკებონო და მუსასიმარუ და მონღოლები – ასაშორიო, ჰაკუჰო, ჰარუმაფუჯი და კაკურიუ მოგვიანებით იოკოძუნებიც ხდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სუპერტურნირი წარმატებული გამოდგა ტოჩინოშინისთვისაც. ქართველმა სუმოისტმა 9 მოგება მიითვალა და წინასწარი ინფორმაციით, დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებას კომუსუბის ტიტულზე გაცვლის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094848