არგენტინელმა ნახევარმცველმა აუგუსტო ფერნანდესმა ვიგოს “სელტასთან” მოქმედი ხელშეკრულება 2019-წლამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ცნობა გალისიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
“სელტას” 29 წლის კაპიტანმა დასრულებულ სეზონში 34 შეხვედრა ჩაატარა და თითო გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა. ის გალისიურ კლუბში 2012-წლიდან ირიცხება და ამ დროის განმალობაში ლა ლიგაში გამართულ 89 თამაშში მეტოქის კარი 10-ჯერ აქვს აღებული.
ფერნანდესს არგენტინის ნაკრებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი აქვს გატანილი.





