კალათბურთი

23:44 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის ლიბანური აღიარება

ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელმაც გასული სეზონი “ჩემპვილში” გაატარა, ლიბანის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეთა შორის მოხვდა. სკიტას ჩინებული სტატისტიკური მაჩვენებლები დაუფასდა და ერთბაშად ოთხ ნომინაციაში გაერია.

ცქიტიშვილი დასახელდა ლიბანური პირველობის პირველ სიმბოლურ ხუთეულში და ლეგიონერთა ხუთეულში, სადაც მის გარდა მხოლოდ ამერიკელი კალათბურთელები – პერი პეტი, ჯესმონ იანგბლადი, ჯერემია მესი და ელია ჰოლმანი მოხვდნენ.

გარდა ამისა, ქართველი ფორვარდი ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრად და საუკეთესო ლეგიონერად აღიარეს. ეს გასაკვირი სულაც არაა, თუკი გავიხსენებთ, რომ სეზონის შედეგებით, ცქიტიშვილის საშუალო მონაგარი 21.0 ქულა და 11.6 მოხსნა გახლდათ.

დიდი შანსია, ნიკოლოზი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დააბრუნონ, ამ შემთხვევაში კი, ის 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც 5-20 სექტემბერს ერთბაშად ოთხ ქვეყანაშია დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.080631