საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ განაცხადა, რომ ფიფას არჩევნებზე მხარი მოქმედ პრეზიდენტ იოზეფ ბლატერს დაუჭირა, რომელმაც ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა.
“ხმა ბლატერს მივეცი. ჩემთვის მისი კანდიდატურა უპირატესი იყო, ვიდრე პრინც ალის. ჩვენ ფიფასთან ერთობლივად ვმუშაობთ. მაგალითად, 2019 წელს ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მივიღეთ” – იუწყება გამოცემა L'Equipe ლე გრეს სიტყვებს.
აღსანიშნავია, რომ უეფას ფრანგი პრეზიდენტი მიშელ პლატინი არჩევნებამდე ყველას მოუწოდებდა, რომ ბლატერისთვის მხარი არ დაეჭირათ.









